„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ნიკა მელიას მონახულებას აპირებს.
„ვაპირებ უახლოეს დღეებში შევიდე ნიკა მელიასთან, მოვინახულო იგი და ვისაუბრო ორ საკითხზე.
ის დაეთანხმოს ევროკავშირის გირაოს, რომელიც არის უპრეცედენტო. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ევროკავშირი და მისი ფონდები დამნაშავეებისთვის გირაოს არ იხდიან ამიტომ მან უნდა გამოიყენოს ეს შანსი. ეს იქნება “გალაწუნება” “ქართული ოცნებისთვის” და მათი მართლმსაჯულებისთვის.
მეორე საკითხი, რომელიც მე მასთან მინდა გავიარო, არის საპარლამენტო, საგამოძიებო კომისიის შექმნა“, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.