ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირების 2 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ინფიცირების შემთხვევებიდან ერთი ჯვარცხმაში, მეორე კი ბუკისციხეში დაფიქსირდა.
როგორც ცნობილია ინფიცირებულებიდან ერთი თბილისიდან ჩასული სტუმარია, მეორე კი ადგილობრივი მცხოვრებია.
ჩოხატაურის ჯანდაცვის ცენტრში პსრ ტესტის პასუხებს ელოდებიან.