დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ აღდგომის ქეიფები თავის შედეგს დაახლოებით 10 დღეში გამოიღებს. ამის შესახებ პაატა იმნაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.
მისივე თქმით, 2171 დადასტურებული შემთხვევა აღდგომამდე ქეიფების დამსახურებაა, ახალი შედეგები მოგვიანებით გამოჩნდება და მოსალოდნელია ვითარების გაუარესდება.
„ვითარება საკმაოდ საგანგაშოა, მოვერიდოთ ხალხმრავალ ქეიფებს, გავიკეთოთ პირბადე და დავიცვათ რეგულაციები, ძველი გამოცდილებიდან რაღაც ვისწავლოთ.
საერთოდ, ჭკვიანები სხვის შეცდომებზე სწავლობენ და ჩვენ ხომ შეგვიძლია საკუთარ შეცდომებზე მაინც ვისწავლოთ. ყველას გვახსოვს, რა მოგვივიდა ნოემბერში და რატომ მოგვივიდა, ისიც ხომ გვახსოვს. დღეს თუ მაქსიმალურად დავიცავთ არსებულ რეგულაციებს, რაც პრაქტიკულად აღარაფერია დარჩენილი, გავუძვრებით სიტუაციას” – ამბობს პაატა იმნაძე.