გურიაში ამ დროისთვის „სინოფარმის“ ვაქცინით 132 ადამიანია აცრილი. აქედან ყველაზე მეტი ვაქცინა ლანჩხუთში გაკეთდა.
„სინოფარმით“ ამ დროისთვის ლანჩხუთში სულ 49 ადამიანია აცრილი.
„პირველ დღეს 18 ადამიანი აიცრა, დღეს კი ვაქცინა 31-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ შემოსულია 252 დოზა და დამატებით კიდევ შემოვა“,_ გვითხრა ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა.
ჩოხატაურში ამ დროისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 42 ადამიანია აცრილი. მათგან 11 პირველ დღესვე აიცრა, 31-მა კი აცრა დღეს გაიკეთა.
ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნატო ჯიბუტი ამბობს, რომ ვაქცინაციის პროცესი კარგი ტემპით მიმდინარეობს.
მისივე თქმით, ვაქცინის გასაკეთებლად ამ ეტაპზე ყველა ადგილი დაჯავშნილია. მუნიციპალიტეტს სამი კვირისთვის სამყოფი ვაქცინის დოზები აქვს, შემდეგ კი მათი შემოტანა ისევ იგეგმება.
რაც შეეხება ოზურგეთს, სადაც ვაქცინაცია „სინოფარმის“ გარდა „ასტრაზენეკათიც” არის შესაძებელი, ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ ამ დროისთვის „სინოფარმით“ 41 ადამიანია აცრილი. “ასტრაზენეკა”კი გუშინ 36-მა ადამიანმა გაიკეთა.