რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია გუშინ, 6 მაისს რუის-ურბნისის ეპარქიაში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საპატრიარქოს მოუწოდებს, რომ მოძალადა სასულიერო პირებს საეკლესიო ხარისხი ჩამოერთვათ.
“მოვუწოდებთ საქართველოს საპატრიარქოს მოახდინოს შესაბამისი რეაგირება და სასულიერო ხარისხი ჩამოერთავთ მოძალადე ეპისკოპოსს და ბერ-დიაკვანს.
აღვნიშნავთ იმასაც, რომ მსგავსი შემთხვევა იშვიათობას არ წარმოადგენს და მიუთითებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არასწორ საკადრო პოლიტიკასა და ქართული ეკლესიის ღრმა კრიზისზე”, – წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თეოლოგების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა (ცაკაშვილი) და მისმა თანმხლებმა ბერ-დიაკვანმა რუის-ურბნისის მიტროპოლიტის, იობის (აქიაშვილი) თანდასწრებით ფიზიკური დაზიანება მიაყენეს თბილისის ყოვლადწმინდა სამების ტაძრის მღვდელმსახურს და თბილისის სასულიერო სემინარიის პედაგოგს დეკანოზ თეიმურაზ თათარაშვილს.