სენაკში ამ წუთებში საცხოვრებელი სახლი იწვის. როგორც ადგილიდან "გურია ნიუსს" ატყობინებენ, ხანძრის დროს სახლში არავინ იყო. ადგილზე 2 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. ხანძრის გამომწვევ პირველად ვერსიად ელექტროგაყვანილობა სახელდება.