კინორეჟისორი ბუბა (რამაზ) ხოტივარი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.
წინასწარი ინფორმაციით კინორეჟისორის გარდაცვალების მიზეზი COVID-19 არის, _ ამის შესახებ სტატუსს სოციალურ ქსელში დეპუტატი ქეთევან დუმბაძე ავრცელებს.
ბუბა ხოტივარი სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ტელეფილმების სტუდიისა და კინოსტუდია “ქართული ფილმის” კინორეჟისორად. 1986-1991წწ. ხელმძღვანელობდა “ქართული ფილმის” ახალგაზრდულ შემოქმედებით გაერთიანება “ადამ და ევას”. 1988-1992წწ. იყო საქართველო-ინგლისის ერთობლივი ფირმა “მთვარის გლობუსის” გამგეობის წევრი და დირექტორი, ხოლო 2004-2006წწ. კინოსტუდია “მემატიანეს” დირექტორი. როგორც დამდგმელ რეჟისორს, გადაღებული აქვს დოკუმენტური და მხატვრული ფილმები: “ისლამი საქართველოში”, “ლეხაიმ!”, “მარკოზის სახარება”, “ლაზარეს თავგადასავალი”(ქართლოს ხოტივართან ერთად), “დიმიტრი II”, “ჩირიკი და ჩიკოტელა”. არის საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი.
„გურია ნიუსი“ სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.