ოზურგეთელი ფალავანი დათო ჩხარტიშვილი მოლდაველ ჩიობანუსთან ორთაბრძოლაში დამარცხდა და ტოკიოს საგზურს დაემშვიდობა.
ცნობისთვის, სოფიაში მიმდინარეობს მსოფლიოს ბოლო საკვალიფიკაციო ტურნირი, რომელშიც ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები მონაწილეობენ.
მეოთხედფინალში ჩხარტიშვილმა ბულგარელი ანგელოვი 2-1 დაამარცხა.
ტურნირში მეორე ქართველი, ბაკურ გოგოლიც დამარცხდა (77 კგ). ბაკურმა მეოთხედფინალური შეხვდრა ბულგარეთის წარმომადგენელ მნაცაკანიანთან 2-6 დათმო.