არ არის საინტერესო, აღარ არის საინტერესო. მე ასე ვიტყოდი, რომ დღეს ქვეყანაში გვაქვს უამრავი პრობლემა, ჩვენს მოსახლეობას აქვს უამრავი პრობლემა, როგორიცაა სიღარიბე, უმუშევრობა, კოვიდპანდემია. არ მაინტერესებს გაუგებარი პოლიტიკოსების უნიჭოდ დადგმული სპექტაკლები და შოუ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკა მელიასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ქვეყანაში არავინ დგას და არავინ არასოდეს იდგება კანონზე მაღლა.
„ჩვენ კარგად გვახსოვს, ეს ადამიანი ამბობდა, რომ ვერც დაიჭერდნენ და არც გირაოს გადაიხდიდა. რა თქმა უნდა, კანონი აღსრულდა და ჩვენ ნებართვას არავის შევეკითხებით არასოდეს, რომ კანონი აღსრულდეს და ყველა დაემორჩილოს კანონს. უნდა დაიმახსოვროს ყველამ, რომ ამ ქვეყანაში არავინ დგას და არავინ იდგება არასოდეს კანონზე მაღლა, არც კანონზე დაბლა, მაგრამ ჩვენ, ამავდროულად, არავის შევეკითხებით ნებართვას, არც მათ შორის ამ გაუგებარ ადამიანს, რომელიც ბაქიბუქობდა ტყუილად და ასევე ამბობდა, რომ გირაოს არ მიიღებდა, თუ არ გადაიხდიდა. აღმოჩნდა, რომ დაიჭირეს კიდევაც და გირაოც მიიღო ძალიან კარგად,”- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.