ლანჩხუთში, ქალაქის ცენტრალურ პარკში ნამახვანჰესის აქციის მონაწილეები ადგილობრივ მოსახლეობასთან სააგიტაციო აქციას მართავენ მოწოდებით _ “ქართული მიწა არ იყიდება”.
როგორც ადგილზე გავარკვიეთ, შეხვედრის მიზანი ის არის, რომ დაარწმუნონ აქაურები შეუერთდნენ აქციას, რომელიც 23 მაისისთვისაა დაანონსებული დედაქალაქში.
ლანჩხუთში გამართულ აქციაზე სასულიერო პირთა სიმრავლეც შეიმჩნეოდა.