ფეხბურთელი შოთა არველაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.
“სულ რამდენიმე დღით ვარ თბილისში და ტაქსის მძღოლები მეკითხებიან, ვაპირებთ თუ არა ავტომანქანებზე თეთრი ფერის შეცვლას. არადა, თეთრი ფერი მომწონს, მართლა მომწონს.
მეც და ჩემს ძმებსაც გვაქვს საქმე, რომელსაც ათწლეულებია ვემსახურებით და ასე ვაპირებთ მომავალშიც. თანაც, პირდაპირ მერის თანამდებობაზე ფიქრი არ იქნებოდა სწორი _ ჯერ გამგეობაში და საკრებულოში მუშაობის გამოცდილება გვჭირდება.
P.S. იქნებ, კიჭა (მამა არველაძე. რედ.) მაინც დავითანხმოთ“, _ ხუმრობით ამთავრებს პოსტს შოთა არველაძე.