ჭყონდიდის სამღვდელმთავრო რეზიდენციაში დღეს, 14 საათზე მიტროპოლიტი სტეფანე პრესკონფერენციას გამართავს მედიის წარმომადგენლებისთვის და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს
მიტროპოლიტმა სტეფანემ ამის შესახებ პირობა, დაახლოებით, ერთი თვის წინ დადო.
ჭყონდიდის ეპარქია ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა, როდესაც მრევლის ნაწილსა და ახალ მიტროპოლიტს შორის დაპირისპირება გამწვავდა. კონფლიქტის შედეგად სალხინოში ჩამოინგრა აივანი, რის გამოც დაშავდა რამდენიმე ადამიანი.