ამ წუთებში რუსთავის ციხესთან შეკრებილები არიან ნიკა მელიას მხარდამჭერები და მისი თანაპარტიელები, რომლებიც ელოდებიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გათავისუფლებას.
სასამართლომ დღეს მიიღო გადაწყვეტილება პროკურატურის შუამდგომლობის პატიმრობის გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გირაო 40 000 ლარი გადაიხადა ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის (European Endowment for Democracy).
ნიკა მელია დაკავებულია, ეგრეთ წოდებული, გავრილოვის ღამის აქციის მოვლენებთან დაკავშირებით.