ციხიდან გამოსვლის შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ პირველი განცხადება გააკეთა ჟურნალისტებთან. მან მადლობა გადაუხადა ყველა თავის გულშემატკივარს, ასევე, მადლობა გადაუხადა კარლ ჰარცელს, პრეზიდენტ მიშელს და ლიეტუვას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონს.
როგორც ნიკა მელია ამბობს, სამი თვის განმავლობაში მისთვის ყველაზე მეტად თვალში საცემი გახდა ამ რეჟიმის მთავარი დეფექტი, ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა, რაც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა. მისი თქმით, ივანიშვილი მხოლოდ საკუთარ ძალაუფლებაზე ზრუნავს და არა ქვეყნის შორეულ მომავალზე.
„დარწმუნებული ვარ, მე არ ვარ ბოლო პოლიტიკური პატიმარი, სანამ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში იქნება”, _ თქვა მელიამ.
როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, ხვალიდან გაიმართება შეხვედრები და მსჯელობები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.