დღეს აბაშის მუნიციპალიტეტის მერი „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.
ლევან მაკალათიამ ვაქცინა სენაკის „ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ გაერთიანებაში“ გაიკეთა.
„ვაქცინაციაა ერთადერთი სწორი გზა და შესაძლებლობა პანდემიის დასამარცხებლად, ეს ნორმალური ცხოვრების დაბრუნების შანსს გვაძლევს.
აცრა კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობს, რისთვისაც მადლობას ვუხდი კვალიფიციურ მედპერსონალს.
მინდა ყველას ვთხოვო, გაიკეთონ ვაქცინა, რათა გავუფრთხილდეთ ადამიანები ერთმანეთის სიცოცხლეს, მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან დაინფიცირების საფრთხე.
დარწმუნებული ვარ ერთად დგომით ამ სირთულესაც გადავლახავთ,“– განაცხადა ლევან მაკალათიამ.