პოლიტიკოსი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. ის წერს, რომ 13 მაისს სასამართლოში მოუწევს მისვლას.
“რა დილა თენდება. 13 მაისს სასამართლო პროცესი ჩამინიშნეს. მე რომ აეროპორტში ძიუდოს ევროპის ვიცე-ჩემპიონს ბადრი საბა გავაშელიშვილს ვცემე, აი, ეგ საქმე
მოკლედ, ივანიშვილის სამართლის სპარტაკიადა გრძელდება. ესტაფეტა გადაცემულია. ერთი დღე არ უნდა მოცდეს სასამართლო პოლიტიკური საქმის გარეშე
#არგათეთრდებისყორანი“, _ წერს გიგი უგულავა ფეისბუქზე.