ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
სულ ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 4085 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 3868 ადამიანი, გარდაცვლილია 52. ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 165 შემთხვევა.