უკრაინის ეროვნული ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ 557 ე.წ. „კანონიერი ქურდის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა, _ ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„კანონიერი ქურდების“ შესახებ კანონის მიღებისა და ცხრათვიანი მუშაობის შემდეგ, მიღებულია პერსონალური სანქციები მსოფლიოში ცნობილი 557 „კანონიერი ქურდის“ წინააღმდეგ. ბევრი მათგანი უკვე უკრაინაში არ იმყოფება, ხოლო იმ პირების რიცხვი, ვინც ახლა უკრაინაშია, უკვე განახევრდა და 17 ადამიანს შეადგენს. ჩვენ დღეს ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეს ციფრი ნულამდე დავიდეს“, _ განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა განმარტა, რომ ე.წ. „კანონიერ ქურდებზე“ შემდეგი სახის შეზღუდვები გავრცელდება: აქტივების დაბლოკვა, უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა, ვიზისა და ბინადრობის უფლების გაცემაზე უარის თქმა, უკრაინაში ყოფნის გახანგრძლივებაზე უარის თქმა, უკრაინის მოქალაქეობის მიღების შეუძლებლობა და ქვეყნიდან იძულებითი გაძევება.
ზელენსკის თქმით, მათი დიდი ნაწილი ამ დროისთვის არ იმყოფება უკრაინაში.
„ჩვენ დღეს ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეს ციფრი ნულამდე დავიდეს“, _ აღნიშნა ზელენსკიმ.