ვიოლეტა მგალობლიშვილი the voice • საქართველოს ფინალისთვის უკვე მზად არის. ფინალური ტური დღეს, 22:00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დაიწყება.
“რომ გითხრათ, ვნერვიულობ-მეთქი, მოგატყუებთ. უფრო მაქვს პასუხისმგებლობის გაათმაგებული შეგრძნება, რადგან უკვე ორგზის გავხდი ჩემი მწვრთნელის რჩეული და ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება, დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად. მას იმედი არ უნდა გავუცრუო. არის მეორე ფაქტორიც – ჩემი ოჯახისა და მამაჩემის განწყობა. მამა იმდენად მგულშემატკივრობს, იმდენად არის ჩართული და ნერვიულობს, არ შემიძლია, მას იმედი გავუცრუო. მეც ჩართული ვარ ყველაფერში თავიდან ფეხებამდე.
არც ერთი ჩემი ლაივის წინ არ მქონია შეგრძნება, რომ ყველაფერი უნდა გამეკეთებინა გამარჯვებისთვის. სიმღერაზე ვკონცენტრირდები ხოლმე. ახლაც ჩემი მიზანია, ხარისხიანი პროდუქტი დავტოვო, რაც დარჩება ხალხის გონებაში, ვინც მას მოუსმენს, „იუთუბზე“, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, კარგად მინდა ვიმღერო, ისე, როგორც მინდა და შემეფერება. ცხადია, მოგებაც ძალიან კარგი იქნება, მაგრამ პირველ რიგში, მინდა, რაც ვარ, ის საუკეთესოდ წარმოვაჩინო.“ – აღნიშნა “ფროტუნასთან“ ინტერვიუს დროს ვიოლეტა მგალობლიშვილმა.
ვიოლეტას მხარდამჭერებს უკვე შეუძლიათ კონკურსის დასრულებამდე მისცენ ხმა ნომერზე 0903300315.