ყოფილი პარლამენტარი ზვიად კვაჭანტირაძე, სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც თავის დამოკიდებულებას გამოხატავს დღევანდელი პოლიტიკურ რეალობაში მყოფი პოლიტიკური სახეების მიმართ:
„არ შეიძლება პოლიტიკაში ნებისმიერ ფასად გაუთავებლად ტივტივი. მითუმეტეს, ყველაფერზე, რაც კარგი იყო ხაზის გადასმა არ შეიძლება! არაადამიანობაა ეს! ვინც მიცნობთ და პატივს მცემთ, პოლიტიკა აღარ მიხსენოთ რაა, ძალიან გთხოვთ… მე ჩემი საქმე, სანამდეც შევძელი გავაკეთე. მოვა დრო და ვინმე მაინც გაიხსენებს რა გამიკეთებია პარლამენტამდეც და პარლამენტშიც. ახლა სხვების ჯერია.
საერთოდ აღარ ვარ პოლიტიკაში და აღარც ვწერ არაფერს, ჰოდა, რატომ ვწერ ახლა? მიხვდებიან, ვისაც ეხებათ! მე არ მკითხოთ. შეიძლება კიდევ ბევრსაც ეხებოდეს და ახლა მაგათზე არც ვფიქრობ. წადით სახლებში რაა! დაისვენეთ! წააადით! არ ხართ ასეთი ცუდები, როგორადაც წარმოაჩენთ საკუთარ თავს. პოლიტიკაში რომ ხარ ოპოზიციონერობაც უნდა ნახო და პოზიციონერობაც, გასაგებია, მაგრამ ოპოზიციაში გადასვლა, სისულელეების ბჟუტურს და ბოდიში და სახის წაშლას მოითხოვს, აუცილებლად?“ _ წერს ზვიად კვაჭანტირაძე.