ლანჩხუთის გარეუბანში, ე.წ. „ზაგოზერნოს“ ყოფილ ტერიტორიაზე. შემთხვევის ადგილი უკვე დატოვეს მიკროავტობუსმა და პოლიციის ავტომობილებმა. თუმცა, ერთი ჯგუფი ადგილზე იმყოფება და ტერიტორიას იცავს, სავარაუდოდ, ექსპერტ-კრიმინალისტებს ელოდებიან.
ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს. ვრცელდება ორი ვერსია _ ერთის მიხედვით, ადგილი სუიციდის შემთხვევას ჰქონდა, მეორე ვერსიით კი, ადგილზე გარდაცვლილი ნახეს. „აქ თავის მოსაკლავად არავინ მოვიდოდა… ისიც თქვეს, ბავშვია მოკლულიო, მაგრამ რეალურად არავინ იცის, რა მოხდა. მიკროავტობუსის უკანა კარი ღია იყო, მაგრამ ხედავთ, ირგვლივ პოლიციის მანქანებია და მეტი ვერაფერი დავინახეთ…“ _ აცხადებენ თვითმხილველები.
თუმცა შემთხვევის ადგილზე არ მოსულა არც სასწრაფო დახმარების ბრიგადა და არც ექსპერტიზის ბიუროს ამოსაცნობი ნიშნით ავტომობილი, რაც, ფაქტობრივად, გამორიცხავს ვარაუდს, რომ ადგილზე გარდაცვლილი ნახეს.
წყარო: გურიათუდეი