აქციაზე მოვედი „მეცნიერთა კონგრესის“ წარმომადგენლებთან ერთად, მეცნიერთა კონგრესი მხარს უჭერს, რომ ეს ჰესი არ უნდა აშენდეს, – ამის შესახებ პარტია „თეთრების“ ლიდერმა, თემურ შაშიაშვილმა „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ხეობის წყლით დაფარვა დაუშვებელია.
„ჩვენი მეცნიერების ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ 50-60 წლის განმავლობაში ვერავინ შეძლო და გააკეთა ამ ხეობის წყლით დაფარვა. ძალიან მიხარია, რომ ეს ახალგაზრდობაზე გადავიდა. ქართული მიწა რომ არ უნდა იყიდებოდეს, ეს ერთია, მაგრამ მე არამარტო ქართული მიწის გაყიდვას ვაპროტესტებ, მე ვამბობ, რომ 70 წლის განმავლობაში საქართველოს ყველა დიდი პიროვნება ამბობდა, რომ ეს არის სტრატეგიული ხეობა და ამ ხეობის წყლით დაფარვა არ შეიძლება“, – განაცხადა შანშიაშვილმა.
წყარო: 1TV.GE