ჩოხატაურში ხვალ „სინოვაკით“ აცრის პროცესი იწყება.
ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მუნიციპალიტეტში შესული ვაქცინების ზუსტ რაოდენობას არ ასახელებს, მაგრამ გვეუბნება, რომ ჯავშნები უკვე შევსებულია და მოქალაქეებს რეგისტრაცია მალე ისევ შეეძლებათ.
„დღეს ჩოხატაურში სინოფარმის ვაქცინის მეორე დოზით აცრის დღე იყო. სულ „სინოფარმით“ აცრილია 169 ადამიანი. „ასტრაზენეკა“ კი უშუალოდ ჩოხატაურის „მედალფაში“ 26 ადამიანს აქვს გაკეთებული. “სინოვაკით” აცრები კი იწყება ხვალიდან. ჯავშნები ამოწურულია და შემდეგ კიდევ მიეცემა ადამიანებს დარეგისტრირების საშუალება“,_ გვითხრა ნატო ჯიბუტმა.