მეიჯერელი ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის სფეროს ლიდერია, რომელიც საქართველოში 2016 წელს ერთი გერმანულენოვანი პროექტით შემოვიდა. ადგილობრივ ბაზარზე ოპერირების 5 წლის განმავლობაში, მეიჯერელ საქართველომ 3 ქალაქის 4 ოფისში 2300-ზე მეტი ადამიანი 8 განსხვავებულ პროექტში დაასაქმა. 2020 წელს, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის კრიზისული აღმოჩნდა, მეიჯერელ საქართველომ ზრდა განაგრძო და ასობით ახალი სამუშაო ადგილი შექმნა, მათ შორის — ბათუმის ახალ ოფისში.
დღეს მეიჯერელი გერმანულენოვან კადრებს ბათუმის ოფისში დასასაქმებლად ეძებს; ბათუმის მიკროსაიტი მთელი რეგიონის სხვადასხვა ქალაქის მაცხოვრებლებს აერთიანებს — კომპანიის თანამშრომლები სამუშაოდ ყოველდღიურად ქობულეთიდან, ოზურგეთიდან და ფოთიდან ჩადიან.
მეიჯერელ საქართველო გამორჩეული დამსაქმებელია _ გუნდის წევრებისთვის კომპანია არა მხოლოდ კონკურენტულ ხელფასსა და ჯანმრთელობის დაზღვევას, არამედ უწყვეტ განვითარებას, მეგობრულ გარემოსა და საერთაშორისო გამოცდილებას უზრუნველყოფს. აჭარის რეგიონში მეიჯერელის შესვლა მნიშვნელოვანი ნაბიჯი და პოზიტიური ცვლილებების საწინდარია, რადგან კომპანიის თანამშრომლებს უცხოელ პარტნიორებთან ყოველდღიური, მჭიდრო ურთიერთობის, მრავალფეროვან, ენერგიულ გუნდთან ერთად მუშაობისა და კარიერული ზრდის საშუალება აქვთ.
საკუთარ თანამშრომლებსა და მათ მოტივაციაზე ზრუნვა კომპანიისათვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ამიტომ მეიჯერელის გუნდის თითოეული წევრისათვის მრავალფეროვანი ბენეფიტების ნაკრებია შემუშავებული: ტრენინგები, ტრანსპორტირება, სახალისო აქტივობები, ხილისა და ნაყინის დღეები, კონკურსები და გათამაშებები, მოულოდნელი პრიზები და, რაც მთავარია, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების შანსი იმის მცირე ჩამონათვალია, რაც მეიჯერელ საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ დამსაქმებლად აქცევს. რამდენიმე თვის წინ კომპანიამ “Feel Good” პროგრამაც შეიმუშავა, რომლის ფარგლებშიც თანამშრომლების გონებრივ, ფიზიკურ და ემოციურ კეთილდღეობაზე ზრუნვას სხვადასხვა აქტივობის მეშვეობით ცდილობს. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც კომპანია მეიჯერელის თანამშრომელი იღებს, არის შეგრძნება, რომ ის დიდი გუნდის მნიშვნელოვანი, უნიკალური წევრია საკუთარი კარიერული გზით და ჰყავს სანდო პარტნიორი, რომელიც დასახული მიზნების მიღწევაში ეხმარება.
(R)