“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, გურიის გუბერნატორი გიორგი სახოკია “გულისტანის“ მუშების ერთ ნაწილს შეხვდა, რომლებიც 22 დღეა ითხოვენ ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას.
ასევე ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ კიდევ ერთი შეხვედრა მიმდინარეობდა საწარმო “გულისტანის“ შენობაში, რომელსაც, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, თურქეთის კონსული ესწრებოდა.
_ გუბერნატორთან შეხვედრა მუშების სასარგებლოდ არ დასრულებულა, _ ამის შესახებ „გურია ნიუსს“ აქციის ერთ- ერთმა მონაწილემ განუცხადა.
ამ წუთებში „გულისტანის“ შენობაში თურქეთის საკონსულოს წარმომადგენლები იმყოფებიან.
აქციის მონაწილეები, მიუხედავად იმისა, რომ კომენდანტის საათი დაიწყო, დაშლას არ აპირებენ _ მათი, თქმით, ისინი არ გაატარებენ „გულისტანის“ პროდუქციით დატვირთულ მანქანებს
აქციის მონაწილეები მოსახლეობას გვერდით დგომისკენ მოუწოდებენ და არ აპირებენ მოთხოვნების უკან წაღებას.
ადგილზე იმყოფებიან პოლიციელები.