აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი, ფილიპ რიკერი 6-13 ივნისს საქართველოს , აზერბაიჯანსა და სომხეთს ვიზიტით ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
დეპარტამენტის მიერ გავრცელებული რიკერი საქართველოში შეხვდება მთავრობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს და განიხილავს 19 აპრილის შეთანხმების სრულ შესრულებას საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის, ასევე რუსეთის მხრიდან განხორციელებულ აგრესიას და ოკუპაციას.
რაც შეეხება სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტს, მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი შეხვდება მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებას და ბიზნესის ლიდერებს, სადაც განიხილავენ ორმხრივ პრიორიტეტებს და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებს.