დღეს მზიანი დილა გათენდა გურიაში.
„ეს კი არის ზაფხულის საკადრისი მზე, აგიც თუ არ გაგვიძვირდა… გაზაფხული, უმეტესად, უმზეოდ კი ჩაგველია ხელში“,_ ხუმრობენ გურულები.
მართლაც, წლევანდელი უჩვეულო, ზედმეტად წვიმიან-ღრუბლიანი გაზაფხულის შემდეგ, ზაფხულის დასაწყისიც დაბალი ტემპერატურით და უამინდობით ხასიათდება.
ამიტომაც ადამიანებს მზის გამოჩენა ახლა განსაკუთრებით უხარიათ _ წლის მოსავალი ხომ ყველაზე ძალიან ახლა საჭიროებს მანათობლის სხივთა სიუხვეს.