ციხეში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაიას დღეს პარტია „ახალი ქრისტიან დემოკრატების” პოლიტსაბჭო გლდანის ციხესთან პარტიის თავმჯდომარედ გოგი წულაიას წარადგენს.
პოლიტიკოსი, გლდანის ციხიდან ,,მთავარ არხს“ ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის და პარტია “ქართული ოცნება”, – ის ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან იბრძოლებს.
,,ამოცანაა ის, რომ რაც შეიძლება მალე დამთავრდეს ივანიშვილის ბატონობა ამ ქვეყანაზე, რაც შეიძლება მალე დამთავრდეს პატიმრები ივანიშვილის სახელით და ქართულმა ოცნებამ 43%-ზე ნაკლები აიღოს. ვიქნები აქტიური და მჯერა, რომ ციხიდან უფერო შევძლებ მეტი ხმების აღებას, ვიდრე გარეთ…დედას ვუტირებ, აქედანაც ვიბრძოლებ და მივაღწევ შედეგებს” – განაცხადა გოგი წულაიამ.
ცნობისთვის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია, 17 მარტს დააკავეს. მას ქალზე ძალადობას ედავებიან, რომელსაც 18 მარტს, ბრალი დაუმძიმდა, პროკურატურამ წულაიას ბრალი სექსუალური ძალადობის მსგავსი ქმედების დანაშაულით წაუყენა, რომელიც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ წულაიას 19 მარტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.