რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, რომელიც მომდევნო კვირას ამერიკელ კოლეგას, ჯო ბაიდენს უნდა შეხვდეს, NBC News -თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-თან ურთიერთობა ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, _ ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი წერს.
”ჩვენ გვაქვს ორმხრივი ურთიერთობა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაბალ დონეზეა”, _ განაცხადა პუტინმა
როგორც Reuters წერს, პუტინმა შეაქო, აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, “არაჩვეულებრივი ინდივიდუალური, ნიჭიერი ადამიანია” ბაიდენი კი, კარიერისტი პოლიტიკოსია, “რადიკალურად განსხვავდება” ტრამპისგან.
მას ჟურნალისტმა, ბაიდენის იმ განცხადების შესახებ ჰკითხა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა მარტში გააკეთა და პუტინს მკვლელი უწოდა. რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ათობით ასეთი ბრალდება მოუსმენია და ასეთი განცხადებები არ ადარდებს.
”ათობით ასეთი ბრალდება მომისმენია. ეს ნაკლებად მაინტერესებს.“ – თქვა პუტინმა.
ცნობისთვის, ბაიდენმა, ამ კვირაში ევროპაში რვადღიანი ვიზიტის დაწყებისთანავე, თქვა: ”ჩვენ არ ვეძებთ რუსეთთან კონფლიქტს”.
”ჩვენ გვსურს სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობა, მაგრამ აშკარა უნდა იყოს, რომ შეერთებულმა შტატებმა ძლიერი და მნიშვნელოვანი პასუხი გასცეს, თუ რუსეთის მთავრობა მავნე საქმიანობას შეუდგება”, _ განაცხადა ბაიდენმა.
ცნობისთვის, ბაიდენისა და პუტინის შეხვედრა 16 ივნისს, ჟენევაშია ჩანიშნული.