ამ წუთებში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავში.
როგორც თვითმხილველმა “გურია ნიუსს” შეატყობინა, ტოიოტა რავ 4-ის მარკის ავტომანქანა გაზსადენ მილს შეეჯახა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები. ადგილზე მისულებს ავტომობილის მძღოლი ადგილზე არ დახვდათ.
“გურია ნიუსი” დამატებით დეტალებს შსს-ში არკვევს.