გამოცემა Mirror-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რიო დე ჟანეიროში ალიგატორმა კაცის ცხედარი მოიპარა.
როგორც ცნობილია, პოლიციელები და მეხანძრეები მდინარის ნაპირთან მოქალაქეების შეტყობინების საფუძველზე მივიდნენ, რომელთაც წყალში ადამიანის გვამი შენიშნეს. თუმცა, ადგილზე მისულებს ცხედარი არ დახვდათ. ერთ-ერთი თვითმხილველის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ გარდაცვლილი კაცი ალიგატორმა გაიტაცა.
სამაშველო სამსახური ცხედრის საძიებო ოპერაციას 24 საათის განმავლობაში აწარმოებდა. ის წყლის ფსკერზე იპოვეს.
სამართალდამცავები აცხადებენ, რომ ალიგატორს გვამი არ დაუზიანებია და კაცის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაიტანეს.