ჩინეთი საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდება, თუ თავის ტერიტორიაზე საერთაშორისო სპეციალისტებს არ დაუშვებს, რომლებიც კორონავირუსის წარმოშობის დადგენას ცდილობენ. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
„დიდი შვიდეულის“ სამიტზე ლიდერები კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიების ჩატარების მოწოდებით გამოვიდნენ.
„ეს დიპლომატიური მომზადება და ჩინეთზე პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლის გაძლიერებაა. ამ ძალისხმევის მიზანი ჩინეთის ხისტი არჩევანის წინაშე დაყენებაა: ან ჩინეთი ამ საკითხს პასუხისმგებლობით მოეკიდება და გამომძიებლებს დაუშვებს, რათა მათ ვირუსის წარმოშობა დაადგინონ, ან საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან იზოლაციის წინაშე აღმოჩნდება. ბაიდენმა გასულ თვეში დაავალა აშშ-ს სადაზვერვო საზოგადოებას “გაორმაგებულიყო” ძალისხმევა იმის დასადგენად, თუ საიდან გაჩნდა კორონავირუსი და 90 დღის განმავლობაში ანგარიში ჩაებარებინა”, _ აღნიშნა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა.
ცნობისთვის, 26 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სპეცსამსახურებს კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიების გაძლიერება დაავალა.