გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გარეულ ღორზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში, “ინაბოტის” მიმდებარე ტყეში, მოქალაქემ რეგისტრირებული სანადირო თოფით უკანონოდ მოინადირა გარეული ღორი.
გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 1000 ლარი შეადგინა.
სანადირო თოფი დაილუქა. სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებას გადაეგზავნა.