ამ წუთებში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ოზურგეთში. ოზურგეთი-ბათუმის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, სოფელ ჭანიეთთან ავტომობილი იმავე მიმართულებით მოძრავ მსუბუქ მანქანას შეეჯახა.
ერთ-ერთ ავტომანქანაში არასრულწლოვნები იმყოფებოდნენ. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.
“საბედნიეროდ, ბავშვები გადარჩნენ, არ დაშავებულან”, _ უთხრეს “გურია ნიუსს”
დაზიანდა მხოლოდ ავტომანქანები, განსაკუთრებით კი ,ის ავტომობილი, რომელიც, თვითმხილველთა თქმით, სწორად მოძრაობდა.
ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ელოდებიან.