ოზურგეთში, მერიასთან კურორტ გომისმთაზე კერძო საკუთრების მფლობელებმა აქცია გამართეს და ადგილობრივ ხელისუფლებას ათი დღის ვადა მისცეს.
აქციის მონაწილეების თქმით, თავიანთი სახლების სარემონტო სამუშაოების ჩატარება და ტურისტული სეზონისთვის მომზადება სურთ, მაგრამ მაგრამ ხელისუფლება ამის საშუალებას არ აძლევს. ამის მიზეზად კი ხელისუფლება ხან გომისმთამდე მისასვლელი გზის სარემონტო სამუშაოებს, ხანაც კურორტის გენერალური გეგმის არქონას ასახელებს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, თუ ათი დღის განმავლობაში პრობლემა არ მოგვარდება, აქციები უფრო ხშირი და მასშტაბური გახდება.
წყარო: რუსთავი2