ამ დილიდან ოზურგეთის მაღაზიებში ასეთ წარწერას შეხვდებით: „5 ივლისიდან პურის ფასი იზრდება 5 თეთრით“.
კითხვაზე, რის მიხედვით ხდება ფასის მატება _ წონის, ფორმის, ფერის თუ სხვა ნიშნით, გვიპასუხეს:
_ ნებისმიერი სახის პური, წონის მიუხედავად, თუ ღირდა 80 თეთრი, აწი 85 თეთრად შეიძენთ. თუ ღირდა 1 ლარი, ერთ ლარს და 5 თეთრს გადაიხდით და ასე შემდეგ.
თუ რატომ გაძვირდა პური, პასუხი ასეთია: რის ფასი არ გაზრდილა, რომ პური არ გაძვირდეს?
ჩვენს მკითხველებს შევახსენებთ, რომ დიდი ხანია, ძალიან გძვირდა პურის ფქვილი. 50 კგ-იანი ფქვილის ფასი დღეს 70-75 ლარს აღწევს. ხარისხის მიხედვით, შესაძლოა, 2-3 ლარით ნაკლებად ან მეტად შეიძინოთ.
მოქალაქეები ვარაუდობენ, რომ ახლა პურის ფქვილის საცალო ფასსაც გაზრდიან.
ავტორი: მარინა ჩიხლაძე