4 ივლისს, ჯუმბერ დუნდუას 80 წლის იუბილეს და მისი სახლის მიმდებარედ ბარელიეფის გახსნისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტის მსვლელობისას, როცა მოცეკვავეები გამოდიოდნენ, სცენაზე ჭერიდან წყალი ჩამოვიდა.
„აუ, აგი რაა, რა ხდება, გავიგო ერთი“ _ წამოხტა და გასასვლელისკენ გაეშურა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, კოტე შარაშენიძე.
_არაფერი ისეთი არ მოხდარა, ქარაშოტი დატრიალდა, ხომ ნახეთ, გარეთ როგორ წვიმდა. სახანძრო ლუქში შემოასხა წვიმამ, ქარმა სახურავი ასწია, _ თქვა „გურია ნიუსთან“ თეატრის დირექტორმა ზაზა ჯინჭარაძემ.
რა თქმა უნდა, კარგია, რომ სახურავი არ თუ ვერ გადახადა ქარმა, როგორც ეს უცებ იქ მყოფთ ეგონათ. თუმცა, მაინც საკითხავია, ასეთი ხანმოკლე „ქარაშოტისას“ (თუნდაც ხანგრძლივის დროსაც), ლუქში რატომ უნდა შემოვიდეს წყალი? თან როგორი საყურებელია, ასეთი მასშტაბური რემონტის და განახლების შემდეგ, მოულოდნელად კონცერტის მსვლელობისას, წყალი პირდაპირ სცენაზე წურწკურით ჩამოდიოდეს?!
ავტორი: მარინა ჩიხლაძე