ლიმონიანი წყალი მარტივად ხელმისაწვდომი საშუალებაა, რომელსაც შეუძლია უდიდესი დადებითი გავლენა მოახდინოს ადამიანის ჯანმრთელობაზე. თემაზე „ფეისბუქ ლაივში“ ექიმი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს…
ასაკთან ერთად ადამიანის ორგანიზმში მარილმჟავას წარმოქმნა მცირდება. ასეთი ადამიანებისთვის დილაობით ლიმონიანი წყლის დალევა მნიშვნელოვანია, რადგან მათ ლიმონმჟავა ეხმარება საკვების მონელებაში კუჭში არსებულ მარილმჟავასთან ერთად.
თუ ყოველ დილას ლიმონიან წყალს სვამთ, შეიძლება მოიგვაროთ შეკრულობის პრობლემაც. შეკრულობის ერთ-ერთი მიზეზი არის სითხის ნაკლებობა ორგანიზმში. თუ ყოველ დილას დალევთ წყალს, თქვენ შეივსებთ საერთო რაოდენობას, რაც აღარ აიძულებს მსხვილ ნაწლავს, რომ ფეკალური მასებიდან აიღოს წყალი.
ზაფხულთან ერთად ადამიანებს წნევა უქვეითდებათ წყლის აორთქლების გამო. ამიტომ დილაობით ლიმონიანი წყალი მოგვიგვარებს დეჰიდრატაციის პრობლემას.
თუ დილაობით ლიმონიან წყალს დავლევთ, ეს ორგანიზმში სისხლის მოცულობას გაზრდის. შესაბამისად, უკეთ მუშაობს თირკმელიც, რომელიც ახერხებს ყველა ტოქსინის მოშორებას ორგანიზმიდან შარდის გამოყოფის სახით.
ყოველ დილას ლიმონიანი წყლის დალევით იმცირებთ თირკმლის კენჭის განვითარების რისკებს, რადგან თირკმელში ძირითადად კალციუმის ოქსიდატის კენჭები გვხვდება, რომლის წინააღმდეგაც ლიმონმჟავა ძალიან კარგად მუშაობს.
ლიმონი შეიცავს ფლავანოიდებს, რომლებსაც ახასიათებთ ანთების საწინააღმდეგო მსუბუქი მოქმედება, შესაბამისად გარკვეულწილად, ლიმონიან წყალს ანთებით პროცესებზეც შეუძლია გავლენის მოხდენა.
წყარო: fortuna.ge