დღეს, 12 საათზე ოზურგეთში, “ჭადრების ბაღში” სოლიდარობის აქცია გაიმართა. აქცია ტვ პირველის გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას სოლიდარობის ნიშნად სისტემის გასაპროტესტებლად გაიმართა. აქციაზე შეკრებილი ჟურნალისტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ობიექტურ გამოძიებას და პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვენ.
ავტორი: გიორგი გირკელიძე