https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მამა, ათი წლის რომ ვიყაი ავაზაკებმა დამიხრიტეს- ადელა თაყაიშვილის მოგონებები ოზურგეთიდან

21:27; 12.07.2021
ფეისბუქსტატუსები
Share on FacebookShare on TwitterEmail

ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში ოზურგეთში მცხოვრები 94 წლის ადელა თაყაიშვილის ისტორიას აქვეყნებს:

“ადელა ვარ თაყაიშვილი,  94 წლის, უკვირს აგერ ჩემ შვილს. რომ მითხრენ მუაო ნამეტარი გამიხარდა,  გამოვცოცხლდი, მივემზადე, დღეს ქე ვარ რაცხა უფრო, ძველი მახსოვს ვინემ ახალი, მოგიყობით რასაც შევძლებ.

აი ფრანგული სახელი ბებიაჩემმა, ნატალიამ დამათქუა. ბებიე ადრე დაქრივდა, ბაღანა დარჩა ახალფეხადგმული, აფერი სახსარი არ ქოდა და ბათუმში წასულა სამუშაოთ. ბათუმში მაშინ ფრანგები ცხოვრობდენ. ფაბრიკა ქონიენ დიდი ქარხანა, მანშეროვის ქარხანა, ბებიე იმ ფრანგებისას დამდგარა ძიძათ. ბებიამ რომ ძუძუ აწუა იმ ფრანგის გოგოს ქვიებია ადელა, ნამეტარი ყვარებია ბებიე.

დევიბადე ლიხაურში, ექვთიმე თაყაიშვილის ოჯახში. კვაჭალათში, ჯვარი ქვია იმ ადგილს, დიდი ქვაის ბუხრებიანი, გათლი ქვაის ბარჯგებიანი ოდა სახლი ედგა ჩვენებს. დედა იყო  ვერიჩქა ცეცხლაძის ქალი მამა მოსე თაყაიშვილი.

თემში რადიო რომ იდგა გავაღებდი ფანჯარას და შინ ვყურობდით, ისე ახლო ვიდექით. ჩემ დედ მამას სამი შვილი ვყავდით.

ჩემი მამა ათი წლის რომ ვიყაი ავაზაკებმა დამიხრიტეს მაშინ,  ამ ავაზაკებმა. ათი წლის ვიყაი. გინდა ახლა იკითხე, რეთი წელია გასული მოსე თაყაიშვილის სახელი და გეტყვიენ რაფერი მამა მყავდა. ცარსკებს იცუამდა და ყაბალახს იხოვდა კოხტათ, კოხტათ მეტი რომ არ იქნება ისე.  ჩვენი სული და გული ჩვენი იმედი, ჩემი ძმაი ანდრიეც დამიხრიტეს. რაც კაი ხალხი იყო ლიხაურში მოხვიეს და დეიჭირეს ყველა. რომ მახსენდება რა გამევიარეთ, ხელმიორეთ ვკტები ქალი.

გამზარდა დედამ ობლობაში, სასტიკ შევიწროებაში, შიშში რომე ჩვენც დაგვიჭირავენ. არ ვეგუებოდი, ვსთილობდი ჩემებურათ , ბაღნურათ. დიომიდა შავიშვილმა, თლათ ყურის  ძირის მეზობელმა, ნენას გაზდილმა ბაღანამ, ჩაასპინა თავჯდომარეს ტარასია ბოლქვაძეს,  რომე ვერიჩქა კოლექტივის ჩაში არ იარება, ეზოში ყანას მარგლისო.  დეიბარეს დედა კანტორაში, ბაღანა ვიყავი და გვეშინოდა ამფერებისაც. დედას ყაჭი ყავდა, აბრეშულის ჭია, გევიდა ბჟოლზე დასასხეპად, ჩამუარდა, დეინტრა, ექიმმა ჯიბუტმა გუუკეთა კარსეტი. არ იგუა, სა მცალია მაგიზაო, ჩააგდო ღელეში და გაატანა წყალს, გაცურა და წევიდა, მახსოვს გუშინდელდღესავით.. გატეხილი ხერხემალით მუშაობდა და გვზდიდა რაფერც ახერხებდა. საყანეები გვქონდა კოლექტივის, ადგილების სახელებიც მახსოვს ლიხაურში კვაჭალათი, ნიაბაური, ოქროს მუხურო, ვაშტიალი.

ამ სახში ოზურგეთში, გოგუაძნებში ვარ გამოთხოვილი. შუტუ გოგუაძე იყო ჩემი ქმარი. დედამთილი მამამთილი, ნამეტარი კაი ხალხი, წესიერი, პატიოსანი. ჩემი დედამთლი დარჩიას ქალი, დიაკვნის შვილი იყო. მამათილი რევოლუციონერი. მერე ბოლოს, სახლი ლიხაურში ჩემ დედას იმან უუშენა. დედამ ფული მაინც შეაძლია იმფერი ქალი იყო.

ომის დროი მახსენდება მწარეთ, სასტიკათ ჭირდა საჭმელი, სასმელი, ტანი ფეხი ყორიფელი. რა მახსოვს კიდომ იცი?ბრინჯს თესდენ ურეკში ჭონჭყოში, ცეხვავდენ ჩამურში და ერ ხანს იმ გაჭივრების დროს იმას ვჭამდით. ბათუმის მატარებელს მივყობოდით ნატანებამდე. 1923 წელში გამეიყვანეს აი მატარებელი ნატანებიდან ოზურგეთში.  იგიც მწარეთ მახსოვს, წამომაძახებდენ, პირში წამომაძახებდენ ტროცკისტის შვილოო, ნიჟა ეთქუა ქართულის მასწავლებელს იგიც წამომაძახებდა, მცხვენოდა.

ლექსებს ვჩიოდი გამოთქმით. თბილისში წასული ნათესავები ჩვენსას მოდიოდენ ჯერე და მერე წევიდოდენ სხვა ნათესავებისას. სესილიეც მოდიოდა თაყაიშვილი, უყვარდით, ირეოდა ჩვენდა. არაფერობამდე არ ქნა სესილიამ ჩემი მსახიობობა, დაჩაგრავენ არ ათამაშებენო დეიჩემა. კაცი ახთა ერთი, სტუმარი კაცი, არ გვინდა სადილი და აფერი სხვაი, მაგერ ლობიე რომ ჩუხჩუხობს ჩახანაში მაი მოგვეო, სხვაფერები იყვენ, სხვაფერი იოლა და წესიერი ხალხი. თექვსმეტი წლის გავთხოვდი, სესილიე ჩამოვიდა, არ გათხოვდეო მითხრა ჯერე არ გათხოვდეო.  რაღადროისაა, მეივლიენ აწი მეთქი მითქუამს მორცხვათ, მცინოდენ მერე ახლა რაღადროისააო. მამა რომ მყოლოდა არ გამათხუებდენ ასე პაწას, სხვაფერ წევიდოდა ჩემი ცხოვრება, ვისწავლიდი.

ექვთიმე ბიძიე უკვე შინაპატიმრობაში იყო, მივიდა ჩემი დაი და მუუყვა სამედიცინოზე მინდა მოწყობაო, ეგონა მიხმარებოდა მარა ვერ გუუბედა. ასე უთქმია ბიძიას ჭკუა თუ გაქ  მიეწყობიო.  ბიძიე იმფერ ყაიდაზე იყო აწყობილი არც წარმიედგინა მოწყობაში ფულის გადახთა ან ვინმეზე თხოვნა. სხვაფერ კულტურული, ხალხი იყვენ ყველა. ერთი ხასანა იყო აჭარელი, აქოთებულ ყველს ყიდდა, გამეიარა აქანე. თოვდა, შემეიპაიჯენ შინ, ცეხლი ენთო ფუხარში. ამ ხასანას სკამი შესთავაზეს, ხასანამ გადააბრუნა და დაჟდა ზეთ ისე გვერდულად, დაბალზე.  მახსოვს რაფერ გადირიენ ჩემები, აი რაქნა კაცმაო.  საფრანგეთში, რომ იყო ბიძიე, ექვთიმე მე ჩუმათა ვტრაბახობდი ბაღნობას მახსოვს.

იმ ძველ ეზოში დიდი ქვაი დვია, იმ ქვაზე ჟდებოდა ექვთიმე და მაცადინეობდაო გვეტყოდა მამა სანამ იყო.

მე ექთანი გავხთი, აგერ ვისწავლე ოზურგეთში გათხუების მერე. ვიმუშავე ნესტორ თოიძესთან, საქმისმმართველად. სამი ბეჭედი მებარა, ჩაკეტილი მქონდა დიდი რკინის სეიფში.   წასაკითხი, დასაწერი, ყორიფელი მე ვიყაი. ნესტორი დიდი კაცი იყო, ტრავმატოლოგი,  თელმა ქვეყანამ იცოდა ნესტორი რა კაცი იყო და შოთა მჟავია კარდიოლოგი. მაი ორი რომ იყო იმფერი არ ვიცი თუა ვინმე ქვეყანაზე, ბწყინავდენ. ერთის და მეორეს ნაგრამი ყველა ექიმია.

ბაღნობას ლექსი მათქმიეს  ოლიმპიადაზე, ისე ჩემი ბაღნები გეიხარებენ რავარც სიმართლეს ვჩივი, ჩემსავით ვერიკაცი ვერ ამბობდა.

სასწაული ამბავია, ამფერი ცხოვრება გამომარონიეს და სტალინზეც ვჩიოდი ლექსებს.. “სტალინ სტალინ საყვარელო შენ მოგძახი საყვარელოო..” დედა რას ჩიოდა იცი?  ეშინოდა, სტალინი არ იყო თლათ გლახაო, დასაქმა ხალხიო, ჩააყენა ჩაში და სამუშიერზეო  ამ ბინძურმა, წაპილწულმა ხალხმა  ქნეს ყორიფელიო. მე იიც წამხთარი მგონია.

ექვთიმეზევ ვიცი ლექსი, დიდი ლექსი. იმას ვიტყვი ჯობია.

ბახმაროზეც გვედგა სახლი, უჩხუბის ქუჩაზე. ვიარებოდი,  დამყავდა ბაღნები.

ჩემი  შვილი ოთარი მომიკტა, ცეკობდა სასწაულათ ცეკობდა. აქანა ჩამოსული, გამრები, გამომრები ყველა შინ მოყავდა. იყო ირიახო ურუახო სულ, მღეროდენ ცეკობდენ, მეგონა არცაროის არ მოვკტებოდი ისე მიხაროდა.

ჩემი ბიძების ამბავს მოგიყობი და მიხთები რაფერები ვიყაით. ბაქოში მუშაობდა, შეყვარებული ქალი ყავდა, გუუგია  ხნე კაცზე ათხუებენო, ჩამოსულა ნატანებში მატარებლით ქორწილის დღეს, ეტლი ვერ უშონია, დუუხედია საათზე და რომ მიმხთარა ვერ მუუსწრობ წეიყვანენ აწიო ამუუღია რივოლვერი და დუუხლია შუბში ნატანების სადგურში. 

მიორე ბიძა გენერალი ნაკაშიძის ადიუტანტი იყო. მისლია წერილი, შენი უფროსის ეტლი დღეს უნდა ავაფეთქოთო, შენ კაი ხარ, გვენანები და არ ჩუუჯდე, გადარჩებიო. მაინც გაყოლია არ დუუტიებია , გენერალთან ერთად უუფეთქებიენ. გენერალის ცოლს არ გამუუტანებია, გენერალის გვერდზე დუუსაფლავებიენ და ძეგლი დუუდგმიენ მისდაც.

ვინც გადუურჩა ამ მხეცებს იგინის ნაგრამი ყველა კაია, ნასწავლია, გამორჩეულია. ჩემს შვილიშვილს ქვია ჩემი სახელი, ადელიკოს ვუძახით, კაია, ნამეტანი კაი. “

ოზურგეთი, 2021 ივლისი.

მთხრობელი ადელა თაყაიშვილი.“

გაზიარება6Tweet4Send

ამავე კატეგორიაში

ფეისბუქსტატუსები

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

09:59; 5 დეკემბერი, 2025
ფეისბუქსტატუსები

ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

09:28; 5 დეკემბერი, 2025
ფეისბუქსტატუსები

გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

13:15; 28 ნოემბერი, 2025
ფეისბუქსტატუსები

“რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

13:06; 28 ნოემბერი, 2025
ფეისბუქსტატუსები

„ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

15:07; 15 ნოემბერი, 2025

დრო გავა და 5 ივლისის ამნისტიასაც გამოაცხადებენ, ამის სითავხედეც ეყოფა "ოცნებას" _ დავით ჭიჭინაძე

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

ყველა სიახლე

პოლიტიკა

ეუთო-ს წევრი 39 ქვეყანის განცხადება საქართველოზე

14:21; 6.12.2025
მსოფლიო

მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

13:46; 6.12.2025
საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებლებს აფრთხილებს

12:05; 6.12.2025
პოლიტიკა

მორიგ უტიფარ სიცრუეს ავრცელებს “ქართული ოცნება”, სინამდვილეში პირიქითაა _ რომან გოცირიძე

11:52; 6.12.2025
საზოგადოება

„უნივერსიტეტში ჩაბარება გაუჭირდებათ აბიტურიენტებს ხელმოკლე ოჯახებიდან“ – ინტერვიუ

11:37; 6.12.2025
საზოგადოება

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:29; 6.12.2025
საზოგადოება

2026 წლიდან სტუდენტებისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა იქნება სრულიად უფასო – კობახიძე

9:59; 6.12.2025
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურის ცენტრში

21:39; 5.12.2025
ზაფრანი

სასმელი, რომელიც მადას აქვეითებს

20:40; 5.12.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნების სისუსტეები

20:35; 5.12.2025
ზაფრანი

ქატო გასახდომად

20:31; 5.12.2025
ზაფრანი

რა მივირთვათ ზამთარში რომ წონაში არ მოვიმატოთ

20:26; 5.12.2025
ფინანსები

SOLO-ს საახალწლო შეთავაზება მომხმარებლებს: შეხვდით 31 დეკემბერს Room Batumi-ში სტეფანესთან ერთად

20:16; 5.12.2025
საზოგადოება

ხანძარს კაცი ემსხვერპლა

20:09; 5.12.2025
ფინანსები

12 სტარტაპი, 8 ქვეყანა, 12-კვირიანი აქსელერაციის პროგრამა – საქართველოში 500 Global in Eurasia-ს შემაჯამებელი ღონისძიება Demo Day გაიმართა

20:07; 5.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025
0

ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

9:28; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო