ალერგოლოგ–იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.
“3 მილიარდ 440 მილიონი ვაქცინის დოზაა ამ დროისათვის მსოფლიოში გამოყენებული. ეს იდეაში საკმარისი უნდა იყოს საქართველოს ყველა ვაქცინისამდი სკეპტიკურად განწყობილი მოქალაქისთვის, რომ ირწმუნონ რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია.
კაცობრიობამ გაარკვია (ჩვენგან განსხვავებით) ვაქცინების რისკი და სარგებელი, მათი დადებითი და უარყოფითი გვერდითი მოვლენები, ყველაფერი ღიაა და გამჭვირვალე.
ნუ აყვებით საეჭვო რეპუტაციის და სამედიცინო განათლების მქონე ხალხის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.
ვაქცინა არავის კლავს და არც გამოუსწორებელ სამედიცნო ზიანს აყენებს ადამიანს, განსხვავებით კოვიდისგან.
პატარა ასაკის ჩვენი მოქალაქეები ჯერ ვერ აიცრებიან, შესაბამისად, ჩვენი აცრით გვაქვს შანსი მათი და ჩვენი ჯანმრთელობა ვიხსნათ დაზიანებისგან.
ამაზე დიდი საქმე რა უნდა გავაკეთოთ?!
აი–ცერი და იყავი დაცული!“ _ წერს ფეისბუქზე ბიძინა კულუმბეგოვი.
ავტორი: გიორგი გირკელიძე