სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს, დავით ბახტაძეს დღეს კორონავირუსი დაუდასტურა.
ეს ინფორმაცია მერის მოადგილემ საკუთარ ფეისბუქგვერდზე, თავად გაასაჯაროვა.
დავით ბახტაძე ამ წუთებში თავს დამაკმაყოფილებელად გრძნობს.
,,მოგესალმებით, მეგობრებო. დღეს კორონავირუსი დამიდასტურდა. მაქვს ტემპერატურა 37-ის ფარგლებში. თავს კარგად ვგრძნობ, გადავედი თვითოზოლაციაში, ვმუშაობ ონლაინ რეჟიმში. ვარ შემართებით, ვირუსებს აუცილებლად დავამარცხებ”, _ წერს ინტერნეტ სივრცეში სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, დავით ბახტაძე.
,, გურია ნიუსი” საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამტრედიის ცენტრის ხელმძღვანელს დაუკავშირდა.
მარინა თევზაძის ინფორმაციით და ბოლო მონაცემებით, სამტრედიაში კოვიდ-19-ით დაინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სამტრედიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის სულ 4033 დადასტურებული შემთხვევაა.
აქედან 3810 გამოჯანმრთელებულია, თვითიზოლაციაში იმყოფება 63 პირი. სამწუხაროდ, ვირუსით სამტრედიის 39 მოქალაქე გარდაიცვალა.
ავტორი: ნინო ნანიტაშვილი