ვაკო ავალიანი „მაესტროს“ აღმასრულებელი დირექტორის პოსტს ტოვებს. ამის შესახებ ავალიანი სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს.
მისი თქმით, არხზე ბრუნდება გია გაჩეჩილაძე და არხის ახალი პრიორიტეტები მისთვის მიუღებელია, ამიტომაც ის ტოვებს „მაესტროს“.
„ვტოვებ მაესტროს სადაც, კარგი მეგობრები და საქმის ერთგული მაგარი ადამიანები შევიძინე. გაიგე ამბავი – არხის სლოგანია, რომელიც სრულად ესადაგება სამაუწყებლო ბადეს. არხზე ბრუნდება გია გაჩეჩილაძე, (რამდენიმე პროექტით) არხის ახალი პრიორიტეტები ჩემთვის მიუღებელია! ყველაფრის მიუხედავად წარმატება მაესტროს და მაესტროელებს“, _ წერს ვაკო ავალიანი.
ავტორი: მერაბ ცაავა