„ღარიბაშვილმა თქვა, რომ ის არ დაიცავს „თბილისი პრაიდის“ არცერთ ლოკაციაზე ღია მსვლელობას, მე ეს გამიხარდა“, _ ამის შესახებ გურამ ფალავანდიშვილმა, დიღმის მთავარი სამართველოში გამოკითხვის დასრულების შემდგომ განაცხადა.
“ღარიბაშვილმა თქვა და არა მარტო ღარიბაშვილმა, ეკლესიამაც, რომ თუ მოხდება პრაიდის გამოსვლა, ჩვენ არ ვართ დაზღვეული, რომ არ მოხდეს გამოუსწორებელი მსხვერპლი თუ შეტაკება დავარქვათ, ეს ხომ ყველამ თქვა და მარტო მე ვთქვი? როდესაც ღარიბაშვილმა თქვა, რომ ის არ დაიცავს თბილისი პრაიდის არცერთ ლოკაციაზე ღია მსვლელობას, მე ეს გამიხარდა. რა თქმა უნდა, მერჩივნა ეთქვა, რომ კი არ დავიცავთ, მათ დავაპატიმრებთ, რადგან ისინი აწყობენ პროვოკაციას, მაგრამ გამიხარდა იმიტომ, რომ მან ხალხი შეიცოდა, რომ არ ყოფილიყო მსხვერპლი”, _ განაცხადა ფალავანდიშვილმა.
ცნობისთვის, პოლიციის სამმართველო უკვე დატოვა გურამ ფალავანდიშვილის შვილმა ალექსანდრე ფალავანდიშვილმა და ,,ალტის ინფოს“ დამფუძნებლებმა ზურაბ მახარაძემ და კონსტანტინე მორგოშიამ.
ავტორი: მერაბ ცაავა