ლანჩხუთში ინფიცირების შემთხვევები მატულობს,_ ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
გასული 24 საათის განმავლობაში, ლანჩხუთში ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის კი აქტიური ინფიცირების 21 შემთხვევაა.
მენაღარიშვილის თქმით, ინფიცირებულებს შორის თურქეთიდან საზღვარზე გადმოსული ადამიანებიც არიან. დაფიქსირებულია განმეორებით ინფიცირების შემთხვევებიც და ასევე, ვირუსი დადასტურებული აქვს დაინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფ ადამიანებსაც.
„6 ახალ ინფიცირებულს შორის 2 საზღვარგადმოკვეთილი პირია. გადმოკვეთეს თურქეთის საზღვარი და დაუდასტურდათ ინფიცირება. ჯერჯერობით კოვიდპაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქია. კლინიკაში მკურნალობს 6 ადამიანია და 15-ია ბინაზე“,_ გვითხრა მენაღარიშვილმა.
სულ დადასტურებულია კორონავირუსის 2329 შემტხვევა, გამოჯანმრთელებულია 2269 ადამიანი, გარდაცვლილია 39.