https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

    მედია – მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა, დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა

    ტერაქტი ავსტრალიაში – ჰანუქას აღნიშვნის დროს ორმა პირმა ცეცხლი გახსნა

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი – რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობა შორს არ არის

    დონალდ ტრამპი – ვმუშაობთ, რომ ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა სამშვიდობო შეთანხმებას ახლა მივაღწიოთ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

დაიბადება თუ არა პეტრას ციხე-სიმაგრეში გამოცხადებული ახალი ევროპა

14:28; 22.07.2021
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოს ისტორიის ბოლო პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანმა მოვლენამ – ბათუმის მეჩვიდმეტე საერთაშორისო კონფერენციამ ისე ჩაიარა, რომ საზოგადოება ფაქტის მიღმა დარჩა და იმ დღის აქცენტები სულ სხვა თემებმა გადაფარეს. ყოველ შემთხვევაში, მედიასივრცეზე ზედაპირული დაკვირვებით ასე ჩანდა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ასევე უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები – ვოლოდიმირ ზელენსკი და მაია სანდუ, 19 ივლისს, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ, რომლის სახელწოდება ამჯერად ასე ჟღერდა: “ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია”.

ბათუმის კონფერენციის შინაარსი, დასრულებისას, ხელმოწერითაც გაფორმდა _ საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. სხვათა შორის, მეოცე საუკუნის დასაწყისში, 1918 წლის მაისში, სწორედ ბათუმის კონფერენციამ საქართველოს დამოუკიდებლობა შვა; და ძალიან დიდია ალბათობა, თუ სწორად და სახელმწიფოებრივად მოვიქცევით, პეტრას ციხე-სიმაგრეში, ოცდამეერთე საუკუნეში ევროპელი საქართველო იშვას.

სამწუხაროდ, მოვლენა, რომლის ვიზუალიზაცია შავი ზღვის ფონზე სამი სახელმწიფოს პირველი პირებისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ერთად დგომა იყო, ვერ აღმოჩნდა საქართველოს პოლიტიკური სპექტრის შესაბამისი ყურადღების “ღირსი“ .

პოლიტიკურ ელიტას არ უმსჯელია, თუ როგორი მნიშვნელობის იყო ეს კონფერენცია და რა სჭირდება ქვეყანას, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს ევრო სტრუქტურებში გაწევრიანების შესაძლებლობები; არავინ მსჯელობს, თუ როგორ უნდა გადავინაწილოთ მიზნის მისაღწევად საჭირო საკეთებელ-საშრომი ხელისუფლებამ, პოლიტიკურმა ოპოზიციამ, ყველა სექტორმა, მედიამ, თითოეულმა მოქალაქემ. ძნელი დასანახ-გასაგები არაა, რომ დიდი პოლიტიკის საჭადრაკო პარტიები ახლა შავ ზღვაზე თამაშდება და საქართველოს აქვს შანსი, ამ პოლიტიკურ კატაკლიზმებში სამშვიდობოს გავიდეს. სხვათა შორის, პირველი თარიღი უკვე დასახელდა და ეს კონფერენცია ამითაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი:

„დეკემბერში ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის მორიგი სამიტი გაიმართება. დღეს გპირდებით, რომ ევროკავშირი თქვენი რეგიონისთვის ძლიერ და სანდო პარტნიორად დარჩება… იმედი გვაქვს, რომ განაგრძობთ რეფორმებს არა იმიტომ, რომ ბრიუსელს ასიამოვნოთ, არამედ თქვენი ხალხის, თქვენი საზოგადოებების ინტერესებისთვის“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა  შარლ მიშელმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი განუყოფელია ჩვენი ისტორიისგან. ის განუყოფელია ჩვენი ღირებულებებისგან და ეს ჩვენს კონსტიტუციაშია ასახული მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღადგინა.

„ამ არჩევანს, ევროპული გზის არჩევანს, ჩვენი და, როგორც ვიცი, ჩვენი მეგობრებისთვის, ალტერნატივა არ აქვს… ევროპული არჩევანი ჩვენი ხალხის უცვლელი არჩევანია და ეს არის საკითხი, რომელზეც კონსენსუსი, მიუხედავად პოლარიზაციისა, მიუხედავად პოლიტიკურ პარტიებს შორის დებატებისა, არასდროს გამხდარა დავის საგანი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა სწორედ ბათუმის კონფერენციის დიდ სიმბოლურ დატვირთვაზე ისაუბრა და აღნიშნა: “ბათუმის კონფერენცია არის სიგნალი იმისა, რომ ჩვენ ამ საქმეში მარტონი არ ვართ… ის, ასევე ნიშნავს, რომ ჩვენ ბევრად მეტი უნდა გავაკეთოთ და ბევრად სწრაფად“!

საქართველოს პრეზიდენტმა ახსენა, რომ ბათუმის კონფერენცია არის ძლიერი გზავნილი აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის და ახსენა ფრაზა: „ეს არის მომენტი, როცა განხილულ უნდა იქნას ევროკავშირის ხელახლა ჩართულობა რეგიონში“.

„აშკარაა, რომ შავი ზღვა რჩება საჭადრაკო დაფის დინამიურ, რეგიონულ წინა ხაზზე. სწორედ ამიტომ ხართ აქ და სწორედ ამიტომ არის ეს კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავის გამოსვლაში.

პრემიერმა განაცხადა, რომ ასოცირების შეთანხმების გახორციელება მისი მთავრობის დღის წესრიგის პრიორიტეტად რჩება და რომ მისი მთავრობა აგრძელებს რეფორმებს „ევროკავშირთან უფრო ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების, სამართლებრივი დაახლოებისა და მარეგულირებელი ნორმების ევროკავშირის დირექტივებთან თავსებადობისთვის“.

აქვე არ უნდა დავივიწყოთ, რომ უმწვავესი პოლიტიკური კრიზისის დაძლევისას, “ქართული ოცნების“ მთავრობამ ვადა დათქვა –  2024 წელს ქვეყანა მზად იქნება ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის წარსადგენად. ეს “დედლაინი“ ქვეყნის პრემიერმა კონფერენციაზეც გაიმეორა.

უკრაინის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში იმ საფასურზეც ისაუბრა, რაც ჩვენს ქვეყნებს ევროპული მისწრაფებები დაუჯდა: „სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყნებს აერთიანებს არა მხოლოდ მისწრაფებები, არამედ ის ფასიც, რომელიც ამაში გადავიხადეთ. ჩვენ ვიცით და არა წიგნებიდან, თუ რა არის ანექსია, რა არის ოკუპაცია, რა არის ომი“. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართული შეხვედრა ევროკავშირის გაფართოებისთვის ახალ რეგიონულ განზომილებას ქმნის, რომელიც სამ ქვეყანას _ საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას მოიცავს: „მათ გარეშე, ევროპული პროექტის სურათი დაუსრულებელი ფაზლივით იქნება, რომელსაც სულ ცოტა ეს სამი, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი ნაწილი აკლია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

განსაკუთრებით საინტერესო იყო მოლდოვას ახლადარჩეული პრეზიდენტის მაია სანდუს გამოსვლა. მან ახსნა, როგორ იქცა ევრო ინტეგრაციის გზაზე თავიდან წარმატებული ქვეყანა კორუფციულ მორევში ჩათრეულ ქვეყნად: “თავდაპირველად, მოლდოვა მიიჩნეოდა წარმატებულ ქვეყნად, თუმცა საბანკო სისტემებში შექმნილმა კრიზისმა და კორუფციის შემთხვევებმა გახეთქა „საპნის ბუშტი“. კრიზისებმა, ოლიგარქიულმა სისტემამ და კორუფციამ ქვეყანა ჩაითრია… რეფორმები ქაღალდზე დარჩა, დისკუსია დემოკრატიისა და ანტიკორუფციული ძალისხმევის შესახებ ბრიუსელში მხოლოდ ლამაზ ანგარიშებში იგზავნებოდა“. სანდუს თქმით, მოლდოვამ დაკარგა რეპუტაცია და აღარ იყო სანდო პარტნიორი.

„ჩვენს ხალხს კვლავ უნდა დავაჯეროთ, რომ სახელმწიფო არსებობს და მუშაობს მათთვის, მოვახდინოთ ძლიერი ინსტიტუტების კონსოლიდაცია და დავიწყოთ იქიდან, რაც ყველაზე მეტად აწუხებს ხალხს – სამართლის უზენაესობა, ანტიკორუფციული ძალისხმევა. ჩვენ უნდა გავწმინდოთ სისტემა კორუმპირებული მოსამართლეებისგან, კორუმპირებული საჯარო მოხელეებისგან, სამომავლოდ ეს არის ჩვენი ძალისხმევა. აქამდე მუშაობდა სქემები კერძო ფინანსური ინტერესების გათვალისწინებით, ეს უნდა ჩაბარდეს წარსულს. ნაკლები ვისაუბროთ, მეტი ვაკეთოთ“, – ამბობს მოლდოვის პრეზიდენტი, რომელიც თვლის, რომ ამ უმძიმესი გამოწვევების დასაძლევად ევროპული ერთობა მისი ქვეყნის გვერდით დგას. ეს გამოწვევები კი ერთნაირია სამივე ქვეყნისთვის.

„ევროკავშირი სოლიდარობის ნიშნად თქვენს გვერდით დგას… თქვენი რეფორმები გამოწვევების წინაშეა და ჩვენი საერთო მიზანია, რომ ერთად გადავლახოთ ეს გამოწვევები“, – მიმართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებს.

„ჩვენ ერთად უნდა დავიცვათ ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა, თანასწორი უფლებები, უარი ვთქვათ დისკრიმინაციაზე, მხარი დავუჭიროთ გამოხატვის, შეკრებისა და პრესის თავისუფლებას, რაც განსაზღვრავს ვინ ვართ ჩვენ და ეს კეთილდღეობის საუკეთესო გარანტიაა“, – აღნიშნა მან და ახსენა “ტრამპლინი უფრო დიდი თანამშრომლობისთვის ყველა სფეროში“.

ყველა გამომსვლელის სიტყვებში თვალნათლივ ჩანდა ახალი გრანდიოზული ამოცანის ძირითად არსი: ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თითქმის ყოველდღიური ჩართულობა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და ადგილობრივი პოლიტიკოსების მიერ შექმნილ კრიზისებში, მისი ვიზიტები სომხეთსა და აზერბაიჯანში, ასევე რეგიონში მნიშვნელოვანი პროექტების განხილვა, მიუთითებს ევროკავშირის სასიცოცხლო ინტერესზე შეიქმნას შავი ზღვისპირა რეგიონი, რომელიც იქნება სტაბილური, დემოკრატიული, უსაფრთხო.

ამ გზავნილებმა თუ ჩვენი პოლიტიკური ელიტისა და მედიისთვის “უმნიშვნელოდ“ და “მეორეხარისხოვნად“ ჩაიარა, უკიდურესად გამაღიზიანებელი აღმოჩნდა რუსეთისთვის; ამას, პირველ რიგში, ამ დღეების მედიაგამოხმაურებებიც მოწმობს. მედიაგამოხმაურებები მასობრივი აგრესიული განწყობებისთვისაა “საჭირო“, ხოლო ჩვენი ქვეყნისთვის საზიანო სტრატეგიების შემუშავება და ამუშავება რუსულ პოლიტიკურ წრეებში კიდევ უფრო გაძლიერდება. ამ ვითარებაში კიდევ უფრო მეტი წნეხი,ფარული და ღია აგრესია, ცრუ ინფორმაციის მასირებული შტურმი, მინავლული კონფლიქტური კერების გაღვივების მცდელობებია მოსალოდნელი.

დეკლარაცია, რომელსაც მხარეებმა სიმბოლურად პეტრას ციხე-სიმაგრეში მოაწერეს ხელი, ხაზს უსვამს, რომ „ევროკავშირში გაწევრიანება არის მიზანი, რომელიც ჩვენ სამ სახელმწიფოს აერთიანებს. ევროპულ ინტეგრაციას ჩვენი ქვეყნებისთვის ალტერნატივა არ გააჩნია და ამ სუვერენულ არჩევანზე ვერცერთი მესამე მხარე გავლენას ვერ მოახდენს“.

და ეს რომ ასე მოხდეს, რაა საჭირო ჩვენი ქვეყნისთვის? ამისთვის, მაია სანდუსი არ იყოს, საჭიროა ბევრი შრომა და ნაკლები უშვერი ლანძღვა-გინება; ამისთვის საჭიროა ხელისუფლებამ დაგვარწმუნოს, რომ სახელმწიფო არსებობს და მუშაობს ჩვენთვის; ამისთვის საჭიროა ქვეყანაში მოქალაქემ იპოვოს სამართალი; ამისათვის საჭიროა ყველაფერი კორუმპირებული საჯარო მოხელის კი არა, ქვეყნის სასარგებლოდ კეთდებოდეს; რომ ხელისუფლებამ იგრძნოს ქვეყნის მომავალზე პასუხისმგებლობის ტვირთის თავზარდამცემი სიმძიმე; რომ ოპოზიციური ხედვა “ქვა ქვაზე ნუ ყოფილას“ კი არა, ალტერნატიულ და უფრო გამართულ პროგრამებს გულისხმობდეს; რომ არასამთავრობო სექტორმა, ბიზნესმა, მედიამ, მოქალაქემ გააცნობიეროს საფრთხეები, რასაც კოლექტიური თუ ინდივიდუალური უპასუხისმგებლობა გვიქადის.

ავტორი: ლისა კოროშინაძე

პეტრას ციხესალომე ზურაბიშვილი
გაზიარება3Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

მუნიციპალური განვითარების ფონდი მუნიციპალიტეტებში, მათ შორის, ოზურგეთსა და ჩოხატაურში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების მშენებლობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

15:45; 15 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 16-17 დეკემბერს

13:20; 15 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები – Reckless-ი და ალტიჰატი ახალი კოლაბორაციით

13:02; 15 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

დღეს, თბილისში, რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების წინააღმდეგ აქცია გაიმართება

18:30; 14 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ქარმა სახლებს სახურავები გადახადა და ხეები მოგლიჯა

15:17; 14 დეკემბერი, 2025

სამინისტრო: „მუზეუმის დანგრევასთან“ დაკავშირებული ცრუ ინფორმაციის შესახებ“

ინფიცირების შემთხვევები ლანჩხუთში

ყველა სიახლე

პოლიტიკა

“აშკარაა, რომ ადგილი აქვს მმართველ პარტიაში კლანებს შორის დაპირისპირებას – ეს არაა კორუფციასთან ბრძოლა”

17:21; 15.12.2025
სამართალი

ავარიის შედეგად სამი პირი დაშავდა

16:38; 15.12.2025
საზოგადოება

მუნიციპალური განვითარების ფონდი მუნიციპალიტეტებში, მათ შორის, ოზურგეთსა და ჩოხატაურში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების მშენებლობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

15:45; 15.12.2025
სამართალი

პოლიციელი, რომელიც ნასვამი იყო და ავარიაში მოყვა, მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა

15:10; 15.12.2025
სამართალი

ქუთაისის აეროპორტში, არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

14:53; 15.12.2025
პოლიტიკა

“ვიმედოვნებ, ხალხის დახმარებით საქართველოს მთავრობა დაუბრუნდება ევროპულ გზას” – მარტა კოსი

14:39; 15.12.2025
მსოფლიო

კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

14:31; 15.12.2025
სამართალი

დენის დარტყმის შედეგად კაცი გარდაიცვალა

14:24; 15.12.2025
პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებაზე საქართველოსთან დაკავშირებით არაერთ სიცრუეს მოვისმენთ

13:46; 15.12.2025
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 16-17 დეკემბერს

13:20; 15.12.2025
საზოგადოება

თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები – Reckless-ი და ალტიჰატი ახალი კოლაბორაციით

13:02; 15.12.2025
მსოფლიო

სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

12:55; 15.12.2025
მსოფლიო

მედია – მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა, დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა

11:40; 15.12.2025
ისტორია

შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

11:36; 15.12.2025
ფეისბუქსტატუსები

“არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

10:41; 15.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

10:41; 15.12.2025
0

“მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

14:46; 14.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო