უნგრეთში მიმდინარე ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ- რომაულ ჭიდაობაში, ლანჩხუთელმა თამაზ ღლონტმა მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა 55 კგ წონით კატეგორიაში.
ბრინჯაოს მედლისთვის ორთაბრძოლაში ლანჩხუთელმა ფალავანმა ინდოელი რუპინი 5-1 დაამარცხა და მსოფლიოს ჭაბუკთა ჩემპიონატზე ბრინჯაოსაც დაეუფლა.
თამაზ ღლონტის პირადი მწვრთნელი დავით მჟავიაა.
ავტორი: სოფო წილოსანი