“გურია ნიუსის” წყაროს ექსკლუზიური ინფორმაციით, უკრანაში, კერძოდ, ხარკოვში ქართველი ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს.
წყაროს ინფორმაციითვე, 32 წლის მამაკაცი სასტუმროს ნომერში ნახეს. როგორც ირკვევა, მამაკაცი უცხოეთში სამუშაოდ იმყოფებოდა.
ასევე, ირკვევა ისიც, რომ მამაკაცი სამეგრელოს ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის მკვიდრია.
გარდაცვალების მიზეზად, სავარაუდოდ, თრომბი სახელდება.
ცხედარი ამ დროისთვის ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
ავტორი: ჯემალ ღამბაშიძე