დღეს, ოზურგეთში, დილიდან ერთ კილოგრამ თხილს 3,90 ლარად, ზოგან კი 4 ლარადაც იბარებენ. როგორც ვარაუდობენ, შესაძლოა, დღის ბოლომდე ფასმა კვლავ მოიმატოს.
სოფლებიდან ჩამოსულ ადამიანებს, ვინც ახლა თხილს აბარებს, უმეტესად ერთი კითხვა აწუხებთ _ შენარჩუნდება თუ არა ეს ფასი უახლოეს დღეებში მაინც.
_ რა გითხრათ? ფასი იმ შემთხვევაში შეიძლება გამყარდეს, მომდევნო დღეების განმავლობაში თუ ამინდიც კარგი იქნება, ხალხი ხარისხიან ნედლეულს მოიტანს და არა წვიმიან ამინდში აკრეფილ, სველ, შარშანდელი ნარჩენებით შერეულ მასას. სამწუხაროდ, ასეთი პრაქტიკა გვაქვს. გარდა ამისა, თხილის მიმღები ქარხნები დაიწყებენ თუ არა მუშაობას, ბუნებრივია, მეპატრონეები იმსჯელებენ ხარისხზე და გატეხვით შემოწმება თუ დაიწყო, სავარაუდოდ, ეს ფასი ვარდნას გამოიწვევს. ახლა აქტიური კრეფაა და ძალიან სასურველია, შენარჩუნდეს კარგი ამინდები, _ ასეთ პასუხს იძლევიან თხილის მიმღები ოპერატორები.
ახლა თხილის პლანტაციებში ყველგან კრეფაა გაჩაღებული. როგორც არაერთხელ ვთქვით, წელს უხვი მოსავალია და გურულების თქმით, ნაყოფიც კარგად არის „დამდიდრებული“. ამიტომ ყველგან აქცენტი ხარისხზე კეთდება, რაც ახლა მთლიანად მოსახლეობაზეა დამოკიდებული.
[sexy_author_bio]