თითქმის ერთი კვირაა, ჩოხატაურში, დაბის მცხოვრებლებს წყალი არ მიეწოდებათ.
პრობლემის გამო, “გურია ნიუსს” არაერთმა მოქალაქემ მომართა. გუშინ “გურია ნიუსთან” საუბრისას გაერთიანებული წყალმომარაგების ჩოხატაურის სერვისცენტრის ხელმძღვანელმა იჩო ცინცაძემ თქვა, რომ წყლის მიწოდება 6 აგვისტოს, საღამოს საათებში აღდგებოდა, თუმცა, როგორც მოქალაქეები გვეუბნებიან, არც 6 და არც 7 აგვისტოს წყალი არ მოსულა.
“გურია ნიუსი” იჩო ცინცაძეს ისევ დაუკავშირდა:
“როგორც ვთქვი, წყლის აღდგენა მოხდა გუშინ და ეტაპობრივად მიეწოდა მოსახლეობას. რაც შეეხება დღეს, წყლის მიწოდება 18:00 საათზე აღდგება, რადგან ყოველდღიური გრაფიკი არის დაწესებული. გრაფიკთან დაკავშირებით მოსახლეობა ინფორმირებულია”, _ ამბობს სერვისცენტრის ხელმძღვანელი.